სროლის შედეგად ახალგაზრდა დაჭრეს

2026-07-22 19:20:38

ბათუმში, ფიროსმანის და ისარიძის ქუჩების კვეთაზე სროლის შედეგად ერთი ადამიანი დაჭრეს.

აჭარა თამსის ინფორმაციით დაჭრილი 31 წლის ადამიანი სასწრაფო სამედიცინო ბრიგადამ გადაიყვანა კლინიკაში. ადგილობრივები ამბობენ, რომ 5-6 გასროლის ხმა გაისმა.

ადგილზე მობილიზსებულია საპატრულო პოლიციის ეკიპაჟი.

საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავი" შინაგან საქმეთა სამინისტროში დეტალებს არკვევს.