მწნილის მწარმოებელს საწარმოო პროცესი შეუჩერა

2026-07-21 17:02:14

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ  მწნილის მწარმოებელს საწარმოო პროცესი შეუჩერა.

ინფორმაციას სეს-ი ავრცელებს.

"თბილისის დეპარტამენტის ინსპექტორებმა, სააგენტოში შემოსული შეტყობინების  საფუძველზე ფიზიკური პირის ჯ. შ. მწნილის საწარმო (მისმართი: თბილისი მეველის N30) შეამოწმეს.  
ინსპექტირების შედეგად ობიექტზე დაფიქსირდა კრიტიკული შეუსაბამობები: ჰიგიენური ნორმების უხეში დარღვევა;  

არასათანადო რეცხვა-დეზინფექცია;  

ინფრასტრუქტურის გაუმართაობა;  

ამავდროულად, აღმოჩნდა, რომ ბიზნესოპერატორი ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაციის გარეშე საქმიანობდა. 
კანონმდებლობის შესაბამისად, ფიზიკური პირი დაჯარიმდა და სწარმოო პროცესი შეუჩერდა. 

სურსათის ეროვნული სააგენტო მოუწოდებს ბიზნესოპერატორებს, საქმიანობა კანონმდებლობისა და სურსათის უვნებლობის მოთხოვნების დაცვით განახორციელონ",- ნათქვამია განცხადებაში.