2026-07-21 14:48:28
თელავში, რუსთაველის ქუჩაზე, ერთმანეთს ჯიპი და მოპედი შეეჯახა.
შეჯახების შედეგად დაშავდა მოპედის მძღოლი, რომელიც სასწრაფო- სამედიცინო დახმარების ეკიპაჟმა სხეულზე მიღებული სხვადასხვა სახის დაზიანებებით, კლინიკაში გადაიყვანა.
როგორც, საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.
ფოტო:მთავარი ამბები კახეთიდან