რუსთავში მართვის მოწმობის ქალაქის გამოცდის მარშრუტები იცვლება

2026-07-21 11:29:36

სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღები საგამოცდო პროცესის გაუმჯობესების მიზნით, 22 ივლისიდან რუსთავში, თელავსა და საჩხერეში მარშრუტების ცვლილება განხორციელდება.

ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო ავრცელებს.

"რუსთავში - სატრანსპორტო საშუალების „B“ და „BE“ კატეგორიის მისაღები პრაქტიკული გამოცდის მეორე ეტაპისთვის განკუთვნილი მარშრუტებიდან ხუთი მარშრუტი ჩანაცვლდება ახალი მარშრუტებით; 
თელავში - სატრანსპორტო საშუალების „B“ და „BE“ კატეგორიის მისაღები პრაქტიკული გამოცდის მეორე ეტაპისთვის განკუთვნილი.

მარშრუტებიდან ორი მარშრუტი ჩანაცვლდება ახალი მარშრუტებით. 
ასევე „C“ კატეგორიისთვის და „C1“ /„D1“ ქვეკატეგორიებისთვის განკუთვნილი მარშრუტი ჩანაცვლდება ახალი მარშრუტით.
საჩხერეში - სატრანსპორტო საშუალების „B“ და „BE“ კატეგორიის მისაღები პრაქტიკული გამოცდის მეორე ეტაპისთვის განკუთვნილი მარშრუტები სრულად ჩანაცვლდება ოთხი ახალი მარშრუტით",- ნათქვამია განცხადებაში.