საბაჟოზე 13 350 ცალი ვარდის ტოტით დატვირთული ავტოსატრანსპორტო საშუალება შეაჩერეს

2026-07-20 17:50:56

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო გამშვებ პუნქტზე „სადახლო - საავტომობილო“ შეჩერებული იქნა უცხო ქვეყნიდან შემოსული 13 350 ცალი ვარდის ტოტით დატვირთული ავტოსატრანსპორტო საშუალება.  

ინფორმაციას შემოსავლების სამსახური ავრცელებს.

მათი ცნობით, საქონლის სასაზღვრო-საკარანტინო კონტროლის პროცედურების განხორციელებისას, საბაჟო დეპარტამენტის სანიტარიული, ფიტოსანიტარიული და ვეტერინარული კონტროლის სამმართველოს თანამშრომლების მიერ გამოვლინდა საქართველოს ფიტოსანიტარიულ მოთხოვნებთან შეუსაბამობა, რის გამოც საქართველოს მთავრობის 2019 წლის 20 სექტემბრის №463 დადგენილების შესაბამისად, აღნიშნული საქონელი ექსპორტიორ ქვეყანაში გაბრუნებას დაექვემდებარა.