2026-07-20 13:29:26
ჩხორია-ლიის საავტომობილო გზაზე მომხდარი ავარიის შედეგად დაშავებული ერთი პირი ზუგდიდის ერთ-ერთ კლინიკაში წუხელ გარდაიცვალა.
შემთხვევის დროს დაშავდა კიდევ 4 მგზავრი.
როგორც საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით მიმდინარეობს.
მძღოლი დაკავებულია.