რუსთავი-თბილისის მაგისტრალის შუაგამყოფი ზოლი გამწვანდება

2026-07-19 18:41:02

მუნიციპალური განვითარების ფონდი თბილისი-რუსთავის ჩქაროსნული მაგისტრალის შუა გამყოფი ზოლისა და მისი მიმდებარე ტერიტორიის გამწვანების გეგმავს, რის განსახორციელებლადაც საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადებისთვის ბაზრის კვლევა გამოაცხადა.

როგორც სატენდერო დოკუმენტაციიდან ირკვევა, 
გასათვალისწინებელია, რომ დაგეგმარდეს და განხორციელდეს:

- ფუნქციური, ესთეტიკურად დახვეწილი და გარემოსდაცვითი თვალსაზრისით მდგრადი ლანდშაფტის დიზაინი, თანამედროვე საერთაშორისო საგზაო სტანდარტების სრული დაცვით;
- მაგისტრალის შუა გამყოფი ზოლისა და მისი მიმდებარე ტერიტორიის მწვანე საფარით მოწყობა;
- საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების ნორმებთან (მათ შორის, საავტომობილო ნაკადების
ხილვადობის სამკუთხედების დაცვასთან) და გარემოს დაცვის სტანდარტებთან სრული შესაბამისობა;
- ხე-მცენარეებისა და მწვანე ნარგავების მეშვეობით ქარსაფარი ზოლების მოწყობა და მაგისტრალური ხმაურის, მტვრისა და მავნე გამონაბოლქვის ფილტრაციისთვის. ეფექტური ბუნებრივი ბარიერების შექმნა;
- გამწვანებული ზონების გრძელვადიანი მდგრადობის უზრუნველსაყოფად, სრულყოფილი ავტომატური და წვეთოვანი საირიგაციო (სარწყავი) სისტემების პროექტირება, სადრენაჟო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებასთან ერთად.

სამუშაოების ტერიტორიული არეალი:

ძირითადი შუა გამყოფი ზოლისა და მის მიმდებარე ტერიტორიის გასამწვანებელი საორიენტაციო ფართობი: 131 130 კვ.მ. საიდანაც კერძო საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთების ფართობი შეადგენს: 5 130 კვ.მ.

ლანდშაფტის დიზაინის კომპონენტები და გამწვანების მოთხოვნები: "მაგისტრალის შუა გამყოფი ზოლისა და მიმდებარე ტერიტორიების გამწვანებისა და ლანდშაფტური გაუმჯობესების მიზნით საპროექტო ტერიტორიის კვლევის ჩატარებისა და დეტალური საპროექტო დოკუმენტაციის მომზადებისას, გასათვალისწინებელია
ლანდშაფტის დიზაინის შემდეგი კომპონენტები (მაგრამ არ შემოიფარგლება): ვიზუალური და ესთეტიკური ზონების შექმნა ქალაქ რუსთავის და ქალაქ თბილისის შესასვლელთან;

ხე-მცენარეების შერჩევა და დაგეგმარება: ადგილობრივი, კლიმატმედეგი, ძლიერი ქარისა და გვალვის მიმართ გამძლე სახეობები, შერჩეულ ადგილებზე ზრდის პირობებისადმი მედეგი (მათ შორის, ნიადაგის დამლაშების, მაღალი ტემპერატურისა და საავტომობილო
გამონაბოლქვის მიმართ მდგრადი) სახეობების მითითებით, მათი დეკორატიული თვისებების, ზომის, ყვავილობის პერიოდისა და მოვლის მოთხოვნების გათვალისწინებით;
შემსრულებელი ვალდებულია, მოახდინოს სფეროს მარეგულირებელი მოქმედი კანონმდებლობის, ეროვნული ნორმებისა და შესაბამისი მუნიციპალური დადგენილებების იდენტიფიცირება. ხე-მცენარეების სახეობების შერჩევა უნდა განხორციელდეს სამართლებრივი აქტების მოთხოვნათა სრული დაცვით.
დენდროლოგიური გეგმა: რომელზეც ასახული უნდა იყოს შესანარჩუნებელი, გადასარგავი და ახალი საპროექტო მცენარეების (ბუჩქები, ცოცხალი ღობეები, ბალახის საფარი) ზუსტი ლოკაციები ნუმერაციით ან პირობითი აღნიშვნებით, სახეობებისა და ჯიშების მიხედვით;

მოსაჭრელი და გადასარგავი ხეების საბოლოო ცხრილები: ტაქსაციის ნუმერაციისა და ჯიშების შესაბამისად. საპროექტო მცენარეთა დაკვალვის ნახაზი: ზუსტი დაშორებები მცენარეებს შორის და მათი დაცილება საავტომობილო გზის სავალი ნაწილიდან (ბორდიურებიდან) საგზაო უსაფრთხოების ნორმების მკაცრი დაცვით (საჭიროების შემთხვევაში — ცალკეული თარგებისა და ფრაგმენტების ნახაზები);

მცენარეთა სპეციფიკაციები და საილუსტრაციო მასალა: საპროექტო მცენარეების ცხრილი (ლათინური და ქართული დასახელება, რაოდენობა, სიმაღლე, ღეროს გარშემოწერილობა, ქოთნის ან კომის ზომა და ფორმა), ბალახის საფარისა და ჰიდროთესვის თესლის ნაზავების სპეციფიკაციები, აგრეთვე მცენარეთა ფოტოები;

საგზაო უსაფრთხოების ბარიერებისა (საჭიროების შემთხვევაში) და მწვანე ქარსაფარი ზოლების მოწყობა (შუა გამყოფ ზოლში მცენარეთა სიმაღლისა და სიმჭიდროვის შერჩევა საპირისპიროდ მოძრავი ტრანსპორტის ფარების შუქის დაბლოკვისა და საგზაო
უსაფრთხოების მოთხოვნათა დაცვით);