2026-07-19 13:59:22
საყდრის ხიდის მიმდებარედ მდინარის ადიდების გამო საავტომობილო გზაზე წყალი გადმოვიდა, რის გამოც ავტომობილთა გადაადგილება შეიზღუდა.
ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.
"ქუთაისი–წყალტუბო–ცაგერი–ლენტეხის გზაზე, საყდრის ხიდთან, ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით იკრძალება შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი (წყალტუბოს გადასახვევი)–წყალტუბო–ცაგერი–ლენტეხი–ლასდილის საავტომობილო გზის 98-ე კილომეტრზე (საყდრის ხიდის მიმდებარედ) მდინარის ადიდების შედეგად წყალი გადმოვიდა საავტომობილო გზაზე
უსაფრთხოების მიზნით, აღნიშნულ მონაკვეთზე დროებით აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა
მძღოლებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ დაწესებული შეზღუდვა და დაემორჩილონ ადგილზე განთავსებულ საგზაო ნიშნებსა და შესაბამისი უწყებების მითითებებს",- ნათქვამია განცხადებაში.