2026-07-16 16:36:56
მარნეულში, ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის მეოთხე სართულიდან 60 წლამდე ქალი გადმოვარდა.
დაშავებული სასწრაფო დახმარების ეკიპაჟმა მარნეულის "ავერსის" კლინიკაში გადაიყვანა. როგორც საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავს" სამედიცინო დაწესებულებაში განუცხადეს, პაციენტს უტარდება შესაბამისი კვლევები და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმედ ფასდება.
მომხდარზე შინაგან საქმეთა სამინისტროში გვითხრეს, რომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.