2026-07-13 00:08:34
რუსთაველ ახალგაზრდას ფესტივალზე ბინა აჩუქეს. [video]
ფესტივალის მიმდინარეობის დროს ჯგუფ "რეგიონის" ვოკალისტმა, ლაშა ნოზაძემ განაცხადა რომ მისთვის ძალიან ემოციური იყო ის რაც თვენახევრის წინ მოისმინა. მიუხედავად ცხოვრებაში შეხვედრილი უამრავი დაბრკოლებისა ამ ახალგაზრდამ მაინც განაგრძო ბრძოლა სიყვარულისთვის, მე მინდა ის სცენაზე მოვიწვიო.
სცენაზე მალევე ავიდა ახალგაზრდა კაცი მეუღლესთან და პატარა ბავშვთან ერთად. მომღერალმა მას კონვერტი გადასცა და სთხოვა გაეხსნა. კონვერტში იყო ფურცელი რომელსაც ეწერა 1 სიტყვა - "ბინა". ლაშა ნოზაძემ განაცხადა რომ ეს ბინა მას რუსთაველების სახელით გადაეცა.
შეგახსენებთ რომ თორნიკემ თავისი რთული ცხოვრებისა და დაბრკოლებების შესახებ ღიად მაშინ ისაუბრა როდესაც რუსთავს ქართული ოცნების ახალგაზრდული ორგანიზაცია სტუმრობდა.
რუსთავის ცენტრალურ პარკში კი ფესტივალი "ოქსიგენი" დასრულდა.
რუსთაველი მსმენელის წინაშე, ფესტივალის მეორე დღეს: შერეკილები, Reggaeon, Geobit production & Friends, Papanusi, allusion წარდგნენ.
ფესტივალზე მისულებს მუსიკის მოსმენასთან ერთად შეეძლოთ მცირე მეწარმეების პროდუქციის შეეძენა და სხვადასხვა საკვების დაეგემოვნება.
"ოქსიგენს" უკვე მეხუთედ ქალაქის ცენტრალური პარკის საფესტივალო სივრცე მასპინძლობს და იგი მსმენელს შემდეგ წლამდე დაემშვიდობა.