2026-07-11 13:08:10
იტალიაში სახლის გაქურდვის მცდელობის ფაქტზე საქართველოს 2 მოქალაქე, 32 და 34 წლის კაცები დააკავეს.
ინფორმაციას იტალიური მედია ავრცელებს.
დაკავებულები ერთ-ერთი მრავალსართულიანი სახლთან, გაზის მილებზე აძვრნენ და ასე სცადეს საცხოვრებელ სახლში შეღწევა, რა დროსაც მათი ხმა მეზობლებმა გაიგეს და პოლიცია გამოიძახეს. მამაკაცები ადგილზევე დააკავეს.