რუსთავში კაცმა ქალს ქუჩაში სცემა

2026-07-08 00:12:24

რუსთავში კაცმა ქალს ქუჩაში სცემა.

"ინფო რუსთავი"-ს ინფორმაციით, კოსტავას ქუჩის მიმდებარედ, 40 წლამდე ქალსა და 45 წლამდე კაცს შორის კამათი ხმამაღალ საუბარში გადაიზარდა რა დროსაც კაცი მეგობარ ქალს ფიზიკურად გაუსწორდა.

ადგილზე მალევე მივიდა პოლიცია და კაცი ბრალდებულის სახით დააკავა. 

მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.