2026-07-06 19:17:38
რუსთავში ავტომობილი ქალს დაეჯახა.
საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავის" ინფორმაციით მე-12 მკ/რ-ში "BMW"-ს მარკის მსუბუქი ავტომობილი 68 ქალს დაეჯახა.
ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიციის და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟები.
როგორც "ინფო რუსთავს" კლინიკა რუსთავში განუცხადეს, დაშავებული ქალი ემზადება საოპერაციოდ და მას მარცხენა წვივის ძვალი და მარცხენა მხარი აქვს მოტეხილი.
"112-ის ბრიგადის მიერ შემოყვანილია შუახნის ქალბატონი, რომელსაც აღენშნება მრავლობითი ზედაპირული დაზიანებები. პაციენტი ამ ეტაპზე ყოვნდება ემერჯენსის განყოფილებაში, უტარდება კლინიკურ ლაბორატორიული კვლევები. მისი მდგომარეობა გახლავთ საშუალო სიმძიმის და იმყოფება ექიმების ზედამხედველობის ქვეშ",- განაცხადა კლინიკა რუსთავის გადაუდებელი მედიცინის განყოფილების ექიმმა, თეა გელაშვილმა.