იაღლუჯის მიწის მფლობელები მერიის წინ შეიკრიბნენ

2026-07-06 11:29:51

რუსთავის მერიასთან, იაღლუჯის ფერდზე არსებული მიწების მფლობელები შეიკრიბნენ.

მოქალაქეების მთავარი მოთხოვნა მათი მიწების დაკანონება და აზომვითი ნახაზების შექმნაა.

როგორც საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავს" ერთ-ერთმა აქციის მონაწილემ, მარიამ ქვარცხავამ განუცხადა, ეს პრობლემა წლებია არსებობს.

"ჩვენი მთავარი მოთხოვნა არის ის , რომ დაიწყოს დაპირებული კანონიერი და კუთვნილი მიწების რეგისტრაცია. იმ ნაკვეთების რეგისტრაცია რომელიც ეკუთვნის დამსახურებულ უფროსი თაობის რუსთაველებს, რომლებმაც ეს ქალაქი შექმნეს, ააშენეს, საწარმოებში მუშაობდნენ და  დაუფასდეთ მათ ეს ნაშრომი.

ეს მოთხოვნა არის არამხოლოდ დღეს და არამხოლოდ ერთი წლის წინ არამედ ბევრი წელია და უშედეგოდ.

მერიასთან თავდაპირველად ურთიერთობა ვცდაეთ თუმცა არ გამოგვივიდა. 
მათი მხრიდან არ იყო დაინტერესება. შემდეგ აქცია მოვაწყვეთ, აქციაზე იყო რეაგირება და მერე შედგა შეხვედრა. მერმა თქვა რომ იგი ვერ დაგვეხმარებოდა რადგან მიწები არ ეკუთვნოდა რუსთავს, მაგრამ შემდეგ გაირკვა რომ ეკუთვნოდა, შემდეგ ესეც უარყო.

მერი ამბობს რომ საინიციატივო ჯგუფთან თანამშრომლობს და შეიკრიბა სამუშაო ჯგუფი რომელიც ამ საკითხზე მუშაობს. რატომ არ გამოდის მერი და რატომ არ ლაპარაკობს ამაზე ღიად?",- განაცხადა მარიამ ქვარცხავამ.

მოქალაქეებმა პარასკევს 5 საათზე გუბერნიასთან დაანონსეს აქცია და ამბობენ რომ აქციებს მისცემენ მუდმივ სახეს სანამ მათი მოთხოვნილებები დაკმაყოფილებული არ იქნება.