2026-07-03 19:11:36
დედოფლისწყაროში, მსუბუქი ავტომობილი ელექტროსკუტერით მოძრავ ორ არასრულწლოვანს დაეჯახა.
არსებული ინფორმაციით, შემთხვევის დროს, მოზარდები ქუჩის გადაკვეთას ცდილობდნენ.
დაშავებულები სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ თავდაპირველად დედოფლისწყაროს კლინიკაში გადაიყვანა, სადაც მათ პირველადი სამედიცინო დახმარება გაეწიათ.
საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავი" შინაგან საქმეთა სამინისტროში დეტალების გარკვევას ცდილობს.