2026-06-30 11:25:11
გორში ავტოსაგზაო შემთხვევას ახალგაზრდა ქალი ემსხვერპლა.
შემთხვევა კვარხეთის გადასახვევთან მოხდა.
ავტოსაგზაო შემთხვევისას ავტომობილი ამოტრიალდა.
როგორც საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება სსკ-ს 276-ე მუხლის მეექვსე ნაწილით არის დაწყებული, რაც ავტომობილის, ტრამვაის, ტროლეიბუსის, ტრაქტორის ან სხვა მექანიკური სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევა იმის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობის გამოწვევას გულისხმობს.