რუსთაველმა მრბოლელმა აღმართის დაძლევაში პირველი ადგილი დაიკავა

2026-06-29 11:03:18

რუსთაველმა მრბოლელმა ვანო მძელურმა აღმართის დაძლევაში საქართველოს ჩემპიონატის მესამე ეტაპზე პირველი ადგილი დაიკავა.

მრბოლელმა გამარჯვებასთან ერთად რეკორდიც დაამყარა და ამლევი-ორბეთის გზის გავლა  2 წუთს 13 წამსა და 21 წამის მეასედში შეძლო.

საქართველოს ჩემპიონატი აღმართის დაძლევაში წლის განმავლობაში 5 ეტაპად მიმდინარეობს.

მიმდინარე ჩემპიონატში ეს ვანო მძელურის მე-2 გამარჯვებაა და შემდეგი, მე-4 ეტაპი 17 აგვისტოს გაიმართება.