2026-06-28 12:37:41
რუსთავში თოდრიას ქუჩაზე საზოგადაოებრივი სივრცე მოეწყობა.
კომპანიის გამოსავლენად, რომელიც საზოგადოებრივი სივცრის მოსაწყობად შესაბამის სამუშაოებს ჩაატარებს, მუნიციპალიტეტმა 301 932 ლარის ღირებულების ელექტრონული ტენდერი გამოაცხადა.
ტენდერზე თანდართული დოკუმენტაციის მიხედვით, თოდრიას ქუჩის I ჩიხის N 5-ის მიმდებარედ ორ ნაწილად გაყოფილ 1 030 ვმ.მ ფართის მიწაზე იგეგმება: საფეხმავლო ბილიკის მოწყობა, მიწის ორივე ნაკვეთზე შესასვლელებში გათვალისწინებულია შ.შ.მ პირთათვის ადაპტირებული ასასვლელი ტროტუარზე, საპარკე სკამების, სანაგვე ურნების და ლამპიონების განთავსება, დასავლეთით მდებარე სკვერის ტერიტორიაზე ასევე დაგეგმილია ბავშვთა გასართობი მოედნის, ფანჩატურისა და წყლის დასალევი სოკოს(ორდონიანი) მოწყობა. ბავშვთა გასართობი მოედანი მოეწყობა კაუჩუკის ფილებით წითელი და მწვანე ფერის, მოედანზე განთავსდება ორი ცალი აიწონა-დაიწონა, ერთი საქანელა და ორი სათამაშო ატრაქციონი სასრიალოებით. ფანჩატურში განთავსდება მადიდა და სკამები. ტერიტორიის გამწვანებისთვის იგეგმება ფოტინიას ოთხკუთხა ფორმის ბუჩქების დარგვა, ნოყიერი ნიადაგის შეტანა ბალახისთვის, ნიადაგის პროფილირება, ბალახის საფარის დათესვა და მისი დატკეპვნა. გამწვანებისთვის მოეწყობა სარწყავი სისტემა.