ვენესუელაში მიწისძვრების შედეგად სულ მცირე 32 ადამიანი დაიღუპა, ასობით კი დაშავდა

2026-06-25 11:16:30

ვენესუელაში ზედიზედ მომხდარმა 7.5 მაგნიტუდის, მიწისძვრებმა სულ მცირე 32 ადამიანი იმსხვერპლა და ასობით დაშავდა.

ინფორმაციას "BBC" ავრცელებს. 

მიწისძვრის შედეგად 700 ადამიანი დაშავდა. ქვეყნის დედაქალაქ კარაკასში შენობები განადგურებულია. 
ქვეყნის მთავარი აეროპორტი დაზიანების გამო დაიხურა.

აშშ-ის გეოლოგიური სამსახური ვარაუდობს, რომ გარდაცვლილთა რიცხვი შეიძლება 10 000 გაცდეს.

სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ განაცხადა, რომ აშშ დაუყოვნებლივ აგზავნის სამაშველო ჯგუფებს, სამედიცინო რესურსებს და ჰუმანიტარულ დახმარებას