შავ ზღვაში სატვირთო გემზე თავდასხმას მსხვერპლი მოყვა

2026-06-23 11:43:11

თურქული სატვირთო გემი „ვიქტრესს“, რომელიც თურქეთიდან უკრაინისკენ მიემართებოდა, რუსულმა დრონმა დაარტყა.

ინფორმაციას "BBC" ავრცელებს.

უკრაინის ვიცე-პრემიერმა ალექსეი კულებამ დაადასტურა, რომ ეკიპაჟის ერთი წევრი დაიღუპა.

გავრცელებული ინფორმაციით, დარტყმის შედეგად გემზე ხანძარი გაჩნდა, დაშავდა 2 ადამიანი და დაიღუპა 1. 
რვა მეზღვაური, მათ შორის თურქი და ინდოეთის მოქალაქეები, გადაარჩინეს, თუმცა გემი მძიმედ დაზიანდა.

თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ მომხდართან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა.
„ორივე ქვეყნის ხელისუფლებას გავუზიარეთ ჩვენი შეშფოთება რუსეთ-უკრაინის ომის ესკალაციის შედეგად შავ ზღვაში ჩვენი ინტერესებისა და რეგიონული უსაფრთხოების საფრთხის შემცველი თავდასხმების გამო“.

სამინისტრომ განაცხადა, რომ თურქეთის პრიორიტეტია სამოქალაქო გემების ნავიგაციის უსაფრთხოების უზრუნველყოფა და მხარეებს დეესკალაციისკენ მოუწოდებს.