2026-06-16 14:06:54
ბოლო რამდენიმე თვეა რუსთავში მშენებარე კორპუსებში ბინის ფასებმა მოიმატა.
საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავი" ქალაქის მასშტაბით რამდენიმე სამშენებლო კომპანიის გაყიდვების მენეჯერებს ესაუბრა.
ერთ-ერთი მანჩო მარღანიაა, რომელიც სხვადასხვა სამშენებლო კომპანიასთან თანამშრომლობის.
მისი თქმით, თუ ბინის შეძენა მშენებლობის საწყის ეტაპზე ხდება 1 კვ.მ-ის ღირებულება შედარებით ნაკლებია. ბინის შეძენით დაინტერესებულთა უმრავლესობა ახალ რუსთავს ირჩევს.
"ძველ რუსთავში ყოველთვის ძვირია. 1 კვ.მ ფასი 1100$-დან იწყება და 1300$-მდე ადის, დამოკიდებულია ბინის კვადრატულობაზე, რაც უფრო დიდი ფართის ბინას ყიდულობენ კომპანიები თანხას უკლებენ. ახალ რუსთავში შავი კარკასის ფასი ახალდაწყებული მშენებლობის დროს 850$-დან იწყება, ზოგად 900$. რაც უფრო ბოლოში გადის მშენებლობა ფასიც მატულობს და 950$-დან იწყება.
ფასები გაიზარდა, რადგან არმატურაც, ცემენტიც და სხვა სამშენებლო მასალებიც გაძვირდა. მიწის ფასიც ძალიან გაზრდილია და ტენდენციაა, რომ მომავალში კიდევ უფრო გაძვირდება. არქიტექტორმა კორპუსის პროექტი რომ დაგიხაზოს სულ მცირე 200 000$ სჭირდება.
10 სართულიანი კორპუსის მშენებლობა აღარაა მშენებლისთვის მომგებიანი. სულ მცირე 13-14 სართული თუ არ ააშენა კომპანიამ მოგება არ ექნება.
რეგიონში მიმდინარე პოლიტიკურმა მოვლენებმა ფასის ზრდაზე იქონია გავლენა. ირანიდან ვეღარ შემოდის არმატურა. ადგილობრივი მწარმოებლები ბაზარზე არსებულ მოთხოვნას ვერ აკმაყოფილებენ, რადგან ძალიან ბევრი მშენებლობა მიმდინარეობს.
სამშენებლო მასალაზე ფასები ომამდეც გაზრდილი იყო, თუმცა ომის შემდეგ კიდევ უფრო გაიზარდა.
მომხმარებლებს ბინის შეძენა ძირითადად ახალ რუსთავში სურთ. ცენტრალურ ქუჩებზე მიწის ნაკვეთები ამოუწურა, ამიტომ მშენებლობები ახლა ძირითადად გარეუბნებში მიმდინარეობს. პოპულარულია მოდებაძის ქუჩის მიმდებარედ არსებული მშენებარე კორპუსები",- გვითხრა მანჩო მარღანიამ.