ქვემო ქართლში ორმა კაცმა ერთმანეთი დაჭრა

2026-06-15 18:00:04

მარნეულის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე ორმა მამაკაცმა ერთმანეთი დაჭრა.

არსებული ინფორმაციით, მათ დაზიანებები ერთმანეთს ცივი იარაღით მიაყენეს.

ადგილობრივი მედია aktual.ge წერს, რომ დაპირისპირება მუსიკის შეკვეთასთან დაკავშირებით წარმოიშვა.

ერთ-ერთი დაშავებულის მდგომარეობა მძიმეა, მას 10-მდე ჭრილობა აქვს მიყენებული.

როგორც საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.