ავარიას ახალგაზრდა კაცი ემსხვერპლა

2026-06-15 11:32:04

თელავში ავარიას ახალგაზრდა კაცი ემსხვერპლა. 

არსებული ინფორმაციით, BMW-ს მარკის ავტომობილის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და ხეს შეეჯახა, რის შედეგადაც 38 წლის კაცი ადგილზე დაიღუპა.

მომხდართან დაკავშირებით საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავი დეტალებს შინაგან საქმეთა სამინისტროში არკვევს.