2026-06-14 17:40:30
რუსთავის ავტოდრომზე დრიფტის ჩემპიონატის მეორე ეტაპი გაიმართა.
ჩემპიონატში მონაწილეობას იღებს რუსთაველი მრბოლელები ნუკრი სალია, გიორგი გრიგალაშვილი და გიორგი ჯავახაძე.
როგორც საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავს" ახალგაზრდა მრბოლელმა ნუკრი სალიამ განუცხადა, მრბოლელების დღე არეულად დაიწყო.
"არეულად დაიწყო დღე, ჩემი უფრო ვიდრე გრიგალაშვილის. ვერ დავსვით გზა რაზეც უნდა გვეარა. კვალიფიიკაციაზეც დაბალი ქულა ავიღეთ და ისიც ცუდად მოგვიწია რომ ერთმანეთს ვეხვდებით გუნდელები. გრიგალა დამარცხდა ამ შემთხვევაში მაგრამ წაგებულების ბადეში მაინც აქვს შანსი. ველოდებით რუსთაველების ფინალს. ფინალში იქნება ისეთი გარბენი რომ არ უნახავს დრიფტის ისტორიას",- განაცხადა ახალგაზრდა რუსთაველმა მრბოლელმა, ნუკრი სალიამ.
შეგახსენებთ, რომ დრიფტის ჩემპიონატის პირველი ეტაპი რუსთავის ავტოდრომზე გაიმართა და გამარჯვებული რუსთაველი გიორგი გრიგალაშვილოი გახდა.