2026-06-13 02:40:00
რუსთავი თბილისის გზაზე ავარია მოხდა. [video]
საინფორმაციო სააგენტო “ინფო რუსთავის” ინფორმაციით, რუსთავი-თბილისის ავტომაგისტრალის ფონიჭალის მონაკვეთზე, "ნისანის"-ს მარკისა და “ფორდი"-ს მარკის მსუბუქი ავტომობილები ერთმანეთს დაეჯახა.
არსებული ინფორმაციით, “ნისანი”-ს მძღოლს საჭესთან ჩაეძინა და საპირისპირო ზოლში გადასვლის შემდეგ “ფორდს” დაეჯახა.
შემთხვევის შედეგად დაშავდა “ნისანის” მძღოლი. პაციენტი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟმა უახლოეს კლინიკაში გადაიყვანა.
ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიციისა და სახანძრო სამაშველო სამსახურის ეკიპაჟები.