27 წლის ქალი ოპერაციის შემდეგ გარდაიცვალა

2026-06-11 13:39:21

კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ მეფისქალაქში 27 წლის ქალი, ოპერაციის ჩატარების შემდეგ, გარდაიცვალა.

,,ქართლის ამბები" მეფისქალაქის სკოლაზე დაყრდნობით წერს, რომ მათ კურსდამთავრებულს ჩიყვის ოპერაცია თბილისის ერთ-ერთ კლინიკაში ჩაუტარდა, რომლის წარმატებით დასრულების შემდეგ თრომბი განვითარდა.

დამატებით დეტალებს ,,იინფო რუსთავი" შსს-ში არკვევს.