2026-06-07 17:48:45
სოფელ დიდგორის მიმდებარედ ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 5 ადამიანი დაიღუპა.
არსებული ინფორმაციით, მანქანა სიმაღლიდან ხევში გადავარდა.
შემთხვევის შედეგად დაიღუპა 5 და დაშავდა 1 ადამიანი.
როგორც, საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავს" შსს-ში განუცხადეს, გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.