2026-06-07 00:37:59
ხმაური რუსთავში ცენტრალურ ქუჩაზე.
"ინფო რუსთავი"-ს ინფორმაციით მეგობრობის გამზირზე, "გალფის" ბენზინგასამართ სადგურთან საპატრულო პოლიციის ეკიპაჟმა "ბეემვე"-ს მარკის ავტომობილის მძღოლი შეაჩერეს და მისი ალკოტესტზე გადამოწმება სცადა. თვითმხილველების თქმით მძღოლი დარღვევით დადიოდა და ის სავარაუდოდ არაფხიზელ მდგომარეობაში იმყოფებოდა. მძღოლმა ალკოტესტზე შემოწმებაზე უარი განაცხადა რის შემდეგაც პატრულის თანამშრომელან კამათი წარმოიშვა. კამათი ხმაურში გადაიზარდა რა დროსაც თვითმხილველების თქმით მძღოლის მხრიდან ადგილი ჰქონდა ფიზიკური დაპირისპირების მცდელობას.
არსებული ინფორმაციით საბოლოოდ მძღოლი პოლიციელის მოთხოვნის დაუმორჩილებლობისა და წინააღმდეგობის გაწევის გამო ადგილზე დააკავეს.
შემთხვევის ადგილზე მობილიზებული იყო კრიმინალური და საპატრულო პოლიციის რამდენიმე ეკიპაჟი.