2026-06-05 17:57:38
უნგრეთის მთავრობა დღეიდან ფილიპინების, საქართველოსა და სომხეთის მოქალაქეებისთვის სამუშაო ვიზების გაცემას შეწყვეტს.
ინფორმაციას "Reuters" ავრცელებს.
პრესსპიკერმა, ვანდა შონდიმ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ემიგრანტი მუშაკების დასაქმება უნგრეთის მოქალაქეების ხელფასზე ნეგატიურად მოქმედებს.
ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, უცხოელი მუშაკები უნგრეთის სამუშაო ძალის მხოლოდ 2%-ს შეადგენენ, თუმცა ზოგიერთი სექტორი, როგორიცაა მომსახურება და წარმოება, მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული უცხოელ მუშაკებზე.
უკვე მყოფ თანამშრომლებს კვლავ შეუძლიათ მიმართონ ვადის გაგრძელების მოთხოვნით, ხოლო უკვე წარდგენილი მოთხოვნები შეფასდება.
უნგრეთის ზოგიერთმა მსხვილმა უცხოელმა ინვესტორმა განაცხადა, რომ ემიგრანტი მუშახელის შემოდინების სრული შეჩერება დააზარალებს კომპანიებს და ზოგადად ეკონომიკას.