ბინაში 2 ახალგაზრდა გარდაცვლილი იპოვეს

2026-06-05 14:51:41

თბილისში, ერთ-ერთ ბინაში ახალგაზრდა ქალის და კაცის ცხედრები იპოვეს.

მომხდარის შესახებ დამატებითი დეტალები ჯერჯერობით უცნობია.

როგორც, საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავს" შსს-ში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

გარდაცვალების მიზეზს ექსპერტიზა დაადგენს.