რუსთავში სამგზავრო მიკროავტობუსი ტროტუარზე ავარდა [Video]

2026-06-04 18:04:46

რუსთავში, კოსტავას ქუჩაზე სამგზავრო მიკროავტობუსი ტროტუარზე ავარდა და ჯებირს შეეჯახა.

საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავის" ინფორმაციით, სამგზავრო მიკროავტობუსის მძღოლმა სავარაუდოდ საჭე ვერ დაიმორჩილა და ტროტუარზე ავარდა.

როგორც "ინფო რუსთავს" ერთ-ერთმა თვითმხილველმა განუცხადა, მიკროავტობუსის მძღოლმა სცადა სხვა მანქანისთვის თავის არიდება და ავარდა ბორდიურზე.

არსებული ინფორმაციით შემთხვევისას მიკროავტობუსში არავინ იმყოფებოდა და შედეგად არავინ დაშავებულა.

ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიციის ეკიპაჟი.