ჭრელ აბანოებში ორი ადამიანი გარდაცვლილი იპოვეს

2026-06-03 23:57:29

ძველ თბილისში, აბანოში ორი ადამიანი გარდაცვლილი იპოვეს. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ადასტურებს.

როგორც საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავს" შსს-ში განუცხადეს, მომხდარ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

არსებული ინფორმაციით, გარდაცვლილია ორი, 80 წელს გადაცილებული მამაკაცი.