2026-06-02 14:42:11
რუსთავში მელიქიშვილისა და ლომოურის გასასვლელებში გზებისა და სანიაღვრე სისტემების მოწყობა იგეგმება.
შესაბამისი სამუშაოების შემსრულებელი კომპანიის გამოსავლენად რუსთავის მუნიციპალიტეტმა ელექტრონული ტენდერი გამოაცხადა.
სატენდერო დოკუმენტაციის თანახმად: ლომოურის გასასვლელებში გზებისა და სანიაღვრე სისტემების მოსაწყობად უნდა დაიხარჯოს არაუმეტეს 1 781 056 ლარი, ხოლო მელიქიშვილის გასასვლელებში გზებისა და სანიაღვრე სისტემების - არაუმეტეს 3 038 142 ლარი.
სამუშაოს შესრულების ვადად ხელშეკრულების დადებიდან 270 კალენდარული დღე განისაზღვრება.