რუსთავში წყლის მიწოდება იზღუდება

2026-06-02 11:07:07

ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის სპეციალური განცხადება.

3 ივნისს, ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი ქალაქ რუსთავში, აღმაშნებლის ქუჩის მიმდებარედ  წყალმომარაგების სტაბილურობისთვის, ქსელზე აუცილებელ სამუშაოებს ჩაატარებს.

კომპანიის ტექნიკური ჯგუფები, სამუშაოების ღამის 01:00 საათზე დაიწყებენ და ინტენსიურ რეჟიმში შეასრულებენ.  

სამუშაოების მიმდინარეობის პერიოდში აუცილებელია მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლა, რის გამოც 3 ივნისს, ღამის 01:00 საათიდან დილის 07:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება: 

ქალაქი რუსთავში: მე-11, მე-12, მე-16, მე-17, მე-18 და მე-19 მიკრო რაიონებს, აღმაშენებლის, ალუბლების, წულუკიძის, ქუჩიშვილის, ტურგენევისა და სანაპიროს ქუჩებს გასასვლელებსა და ჩიხებს; გრიგოლ ხანძთელის, ფანცულაიას, კაპანაძის, თაღორაშვილის, პუშკინის, ერისთავის, ჭონქაძის, ორბელიანის, ღლონტის, კაკაბაძის, ახვლედიანისა და ტაბიძის ქუჩებს, მოდებაძის ქუჩის N44-68.

ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი ბოდიშს უხდის მომხმარებლებს დისკომფორტისთვის. 

წყალმომარაგების შეზღუდვისა და აღდგენის შესახებ ინფორმაციას, ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი აბონენტებს წინასწარ, SMS-შეტყობინების სახით უგზავნის. დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია კომპანიის ცხელი ხაზის 0341 22 00 11 და ფეისბუქის საშუალებით.