რუსთავში, მტკვარში 2 ადამიანის ცხედარი იპოვეს [video]

2026-06-01 18:42:41

რუსთავში მდინარე მტკვარში 2 ადამიანის ცხედარი იპოვეს. [ვიდეო/video]

საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავის" ინფორმაციით, მაშველებმა ცხედრები ძველი და ახალი რუსთავის დამაკავშირებელი ხიდიდან რამდენიმე კილომეტრის დაშორებით იპოვეს. ერთ-ერთი ცხედარი 31 მაისს, აღმაშენებლის გამზირის მიმდებარედ ხიდიდან გადამხტარ 50 წლამდე კაცს ეკუთნის, ხოლო მეორე, სავარაუდოდ, თბილისში დაკარგულ პიროვნებას.

ცხედრები ექსპერტიზის ბიუროშია გადასვენებული.

ადგილზე მობილიზებულები იყვნენ სამაშველო სამსახურისა და კრიმინანლური პოლიციის ეკიპაჟების თანამშრომლები.

ავტორი

ელენე ლაცაბიძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები