რუსთაველი სპორტსმენების წარმატება მსოფლიო ასპარეზზე

2026-05-28 20:10:41

რუსთაველმა სპორტსმენებმა პოლონეთში გამართულ კლასიკურ წოლჭიმში მსოფლიო ჩემპიონატზე ორი ოქროს და ორი ვერცხლის მედალი მოიპოვეს.

გიგი თეთრაძის მიერ გაწვრთნილმა სპორტსმენებმა 115, 175, 77.5 და 172.5 კილო აწიეს.

ოქროსმედალოსნები: გიორგი გელაშვილი (59 კგ წონით კატეგორია) და ალეკო სიდანოვი (66 კგ წონით კატეგორია).

ვიცე ჩემპიონები: მარიამ ბეგლარაშვილი (47 კგ წონით კატეგორია) და ჯაბა სეფიაშვილი (59 კგ წონით კატეგორია).