2020-05-28 17:24:28
ბოლნისში "ბოლო ზარის" კოლონის 4 ავტომობილი ავარიაში მოყვა.
ავტოსაგზაო შემთხვევა სოფელ კაპანახჩში მოხდა. დაშავებულია 10-მდე ახალგაზრდა.
ახალგაზრდები ბოლნისის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეები არიან.
ადგილობრივი მედია "24 News" წერს, რომ რამდენიმე დაშავებული კლინიკაში გადაიყვანეს. შემთხვევის ადგილას საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.
საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავი" შსს-ში დეტალებს არკვევს.