2026-05-28 17:23:10
29-30 მაისს საქართველოს ტერიტორიაზე მოსალოდნელია ნალექი, ზოგან ძლიერი.
შესაძლებელია ელჭექი და სეტყვა. იქროლებს დასავლეთის ძლიერი ქარი, ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილში, მათ შორის დედაქალაქში, დროგამოშვებით ძალიან ძლიერი.
ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს.
მათი ცნობით, ზღვაზე მოსალოდნელია 4-5 ბალიანი შტორმი.
მოსალოდნელმა ნალექებმა შესაძლებელია საქართველოს მდინარეებზე წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს (საფრთხის დონე საშუალო)