რუსთავში სად იკრძალება შინაურ ცხოველთა შეყვანა

2026-05-28 15:06:12

რუსთავში 2026 წლის 1 ივლისიდან, სხვადასხვა დაწესებულების ტერიტორიაზე შინაურ ბინადარ ცხოველთა შეყვანა/გასეირნება იკრძალება.

ცხოველების შეყვანა იკრძალება: სასურსათო მაღაზიებში, აფთიაქებში, საზოგადოებრივი კვების ობიექტებში, დაწესებულებებსა და ტერიტორიებზე, სადაც არის შესაბამისი აკრძალვის ნიშანი.

იკრძალება ცხოველთან ერთად მგზავრობა საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ საზოგადოებრივ ტრანსპორტში საბელის და ალიკაპის გარეშე, ხოლო კატისა და მცირე ზომის ძაღლის შემთხვევაში დაშვებულია ხელში აყვანის ან სპეციალური გადამყვანის (კონტეინერის ან ჩანთით) მეშვეობით.

რუსთავში ცხოველის შეყვანა იკრძალება: ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების, ზოგადსაგანმანათლებლო, უმაღლესი საგანმანათლებლო და პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების შენობებში. აკრძალულია შინაური ცხოველის შეყვანა საავადმყოფოში, გარდა კატისა და მცირე ზომის ძაღლისა, რომელთა შეყვანა დასაშვებია ხელში აყვანით ან სპეციალური გადამყვანის (კონტეინერის, ჩანთის) მეშვეობით, აგრეთვე დაშვებულია ასისტენტი ძაღლის შეყვანა ზემოთ ჩამოთვლილ დაწესებულებებში.