2026-05-25 17:43:39
ქობულეთის შემოვლით გზაზე მსუბუქი ავტოტრანსპორტის მოძრაობა 2026 წლის 26 მაისის დღის 14:00 სთ-დან აღდგება, ხოლო სატვირთო, მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა კი 28 მაისიდან.
ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.
სახიდე გადასასვლელის სადეფორმაციო ნაკერების შეცვლის სამუშაოების გამო ქობულეთის შემოვლითი გზა 14 მაისიდან 27 მაისის ჩათვლით ჩაიკეტა.