2026-05-22 19:34:49
ქუთაისში, მომსახურების სააგენტოში, მართვის მოწმობის აღების მიზნით მისულ მამაკაცს გულის შეტევა დაემართა და გარდაიცვალა.
საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავის" ინფორმაციით, 57 წლის მამაკაცი მართვის მოოწმობის გამოცდისას უეცრად შეუძლოდ გახდა.
კაცი კლინიკაში გადაიყვანეს, მაგრამ ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.
როგორც, "ინფო რუსთავს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს გამოძიება 116-ე მუხლით არის დაწყებული.