რუსთავი-თბილისის შემოვლით გზაზე ავარიისას ორი ადამიანი დაშავდა

2026-05-22 12:39:22

რუსთავი-თბილისის შემოვლით გზაზე ერთმანეთს მსუბუქი ავტომობილი და მიკროავტობუსი დაეჯახა.

ავარიის ამსახველ კადრებს "ჩემი ქალაქი მკლავს" ავრცელებს.

საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავის" ინფორმაციით, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 2 ადამიანი დაშავდა.

როგორც "ინფო რუსთავს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს გამოძიება 276-ე მუხით არის დაწყებული.