პოლიციამ ნარკოდანაშაულისთვის რუსეთის მოქალაქე დააკავა

2026-05-20 12:19:42

თბილისის პოლიციის დეპარტამენტის გლდანი-ნაძალადევის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით რუსეთის ფედერაციის მოქალაქე დააკავეს.

ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

"სამართალდამცველებმა თბილისში, დაკავებული მამაკაცის პირადი, დროებითი საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას და სხვადასხვა ადგილიდან, ნივთმტკიცებად ამოიღეს განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებები, მათ შორის: „კოკაინი" და „მეთადონი".

პოლიციის მიერ, ასევე, ამოღებულია ნარკოტიკული საშულებების დაფასოებისთვის საჭირო მასალები და ფული.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე და 260-ე კვარტა მუხლებით მიმდინარეობს, რაც 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს",- ნათქვამია განცხადებაში.