სეს-მა ხორცპროდუქტების უკანონო საწარმო გამოავლინა

2026-05-13 18:20:56

სურსათის ეროვნული სააგენტოს აჭარის დეპარტამენტის ინსპექტორებმა, არაგეგმური სახელმწიფო კონტროლის ფარგლებში, დაბა ჩაქვში (ი. გოგებაშვილის II შეს. N 30) ხორცპროდუქტების უკანონო საწარმო გამოავლინეს. 

ინფორმაციას სეს-ი ავრცელებს.

"შემოწმების შედეგად დადგინდა, რომ ბიზნესოპერატორი საქმიანობდა ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაციისა და სავალდებულო აღიარების გარეშე. 

ამასთანავე, საწარმოო პროცესში დაფიქსირდა კრიტიკული შეუსაბამობები, რაც პირდაპირ საფრთხეს უქმნის მომხმარებლის ჯანმრთელობას.  ბიზნესოპერატორი (ი/მ  ა. დ.) დაჯარიმდა და შეუჩერდა საწარმოო პროცესი კრიტიკული შეუსაბამობების აღმოფხვრამდე. 

სურსათის ეროვნული სააგენტო მოუწოდებს მოსახლეობას, თავი შეიკავოს საეჭვო პირობებში დამზადებული პროდუქციის შეძენისგან და დარღვევების შესახებ ინფორმაცია მიაწოდონ ცხელ ხაზს: 1501",- ნათქვამია განცხადებაში.