2026-05-13 15:19:43
2026 წლის 14 მაისის 02:00 სთ-დან, 27 მაისის ჩათვლით, საერთაშორისო მნიშვნელობის სენაკი-ფოთი (ასაქცევი)-სარფის საავტომობილო გზის 85-ე კმ-ზე, არსებული სახიდე გადასასვლელის სადეფორმაციო ნაკერების აღდგენის სამუშაოების წარმოებისთვის, საჭიროა აღნიშნული გზის 72-ე და 89-ე კმ-ებზე საავტომობილო გზის სავალი ნაწილის ჩაკეტვა და დროებით შემოსავლელ გზაზე გადართვა.
ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.
მათი ცნობით, დროის აღნიშნულ პერიოდში, ავტოტრანსპორტის მოძრაობა განხორციელდება საერთაშორისო მნიშვნელობის სენაკი-ფოთი (ასაქცევი)-სარფის საავტომობილო გზის 72-ე კმ-ზე ქობულეთის სატრანსპორტო კვანძის, 89-ე კმ-ზე ჩაქვის სატრანსპორტო კვანძისა და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გრიგოლეთი-შეკვეთილი-ქობულეთი-ჩაქვი-მახინჯაურის (გვირაბის შემოსავლელი) საავტომობილო გზის გამოყენებით. ასევე, საავტომობილო გზის აღნიშნული მონაკვეთის ჩაკეტვის პერიოდში განხორციელდება საერთაშორისო მნიშვნელობის სენაკი-ფოთი (ასაქცევი)სარფის საავტომობილო გზის 76-ე კმ-ზე ხუცუბანის და 78-ე კმ-ზე კვირიკეს სატრანსპორტო კვანძების ჩაკეტვა
საგზაო მოძრაობა განხორციელდება შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტთან შეთანხმებული დროებითი საგზაო მოძროაბის სქემის შესაბამისად.