"სწრაფი ჩარიცხვის აპარატი მოიპარა და ადგილიდან მიიმალა"

2026-05-11 12:08:21

თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ქურდობის ბრალდებით 1 პირი დააკავეს.

ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

"გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა დიდი ოდენობით თანხის დაუფლების მიზნით, სწრაფი ჩარიცხვის აპარატი მოიპარა და ადგილიდან მიიმალა.

სამართალდამცველების მიერ ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ბრალდებული მალევე, ცხელ კვალზე დააკავეს.

პოლიციამ სწრაფი ჩარიცხვის აპარატი ნივთმტკიცებად ამოიღო.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს",- ნათქვამია განცხადებაში.