რუსთავში პირამიდასთან მძღოლი დააჯარიმეს

2026-05-10 00:38:31

რუსთავში პირამიდასთან მძღოლი დააჯარიმეს.

"ინფო რუსთავი"-ს ინფორმაციით, "ჰონდა"-ს მარკის მძღოლი, კოსტავას გამზირზე, ხელის მუხრუჭის გამოყენებით და ავტომობილის უკანა თვლების ტრიალის მეშვეობით ცდილობდა საბურავების კვამლი დაეყენებინა.

ადგილზე მალევე მივიდა საპატრულო პოლიციის ეკიპაჟი და მძღოლი ადმინისტრაციული წესით, 100 ლარით დააჯარიმა.