ამინდის პროგნოზი რუსთავსა და თბილისში

2026-05-08 12:46:31

9-11 მაისს საქართველოში მოსალოდნელი ამინდი.

უახლოეს დღეებში საქართველოს ზოგიერთ რაიონში მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექიანი ამინდი.

ქ. თბილისში შესაძლოა ხანმოკლე წვიმა ელჭექით აღინიშნოს. ჰაერის ტემპერატურა დღისით +23, +25 გრადუსი დაფიქსირდება. 

ქართლში (რუსთავი, ბოლნისი, მარნეული, გარდაბანი, გორი, ცხინვალი): ზოგან ხანმოკლე წვიმა და ელჭექია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +24, +26 გრადუსი დაფიქსირდება.