3 დღეა მდინარეში ქალს ეძებენ

2026-05-07 13:33:07

გორში, მდინარეში დაკარგულ ქალს მესამე დღეა ეძებენ. სამძებრო სამუშაოები მდინარე ლიახვის გარდა, მდინარე მტკვარშიც მიმდინარეობს.

70 წლამდე ქალი 3 დღის წინ გაუჩინარდა.

როგორც საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს.