2026-05-06 20:21:28
საბერძნეთში პენიტენციურ დაწესებულებაში პატიმრის მკვლელობის ბრალდებით ქართველი და ალბანელი მამაკაცები დააკავეს.
ინფორმაციას ბერძნული მედია "tovima.gr" ავრცელებს.
არსებული ინფორმაციით, შემთხვევა ნიგრიტას ციხეში მოხდა.
4 პატიმარი თავიანთი საკნებიდან გამოიქცნენ და 2 პატიმარიც გაათავისუფლეს.
ყველა მათგანი სავარაუდოდ ცივი იარაღით, თავს დაესხა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მყოფ პატიმრებს და 2 მათგანი სასიკვდილოდ დაჭრა.
მამაკაცები 46 წლის პალესტინის მოქალაქე, ეროვნებით ალჟირელისა და 43 წლის ერაყელის მკვლელობაში არიან ეჭვმიტანილები.
სამართალდამცავებმა დამნაშავეები ადგილზე დააკავეს.
ადგილზე მობილიზებული იყო სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟები.
მომხდარზე გამოძიება დაწყებულია.